კლოპი: “როცა “რომა” – “ბარსელონას” ანგარიში გავიგე…”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი “რომა” – “ბარსელონას” შეხვედრაზეც გააკეთა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, ის “რომას” მომდევნო ეტაპზე გასვლას არ ელოდა.
“კიბეებზე ავდიოდი და ვიღაცამ ანგარიში მამცნო. ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო, არა იმიტომ, რომ “რომას” პატივს არ ვცემ, პირიქით, რომაელებს ფანტასტიური გუნდი ჰყავთ. უბრალოდ, არ ველოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. მათ მოჰამედ სალაჰი დაკარგეს, ახლა კი ნახევარფინალში არიან – ეს დიდი მიღწევაა”, – განაცხადა კლოპმა.
Klopp asked about Roma's result: "I walked up the stairs and someone told me. I thought it was a joke. Not that I don't respect Roma, they are fantastic team. I just wasn't expecting it, but knew it was possible. They lost Mo Salah and they are in the semis – it's a big thing!"
— Melissa Reddy (@MelissaReddy_) April 10, 2018