კლოპი: “საიდუმლო არ არის, რასაც ანჩელოტის შესახებ ვფიქრობ”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მერსესაიდული დერბის წინ კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა.
ხვალ, 17 ოქტომბერს, “ევერტონი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” მიიღებს. ანჩელოტის გუნდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი ბრწყინვალე დაიწყო. “ევერტონმა” ოთხივე ტურში გამარჯვება იზეიმა და ახლა ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
“ტოპ გუნდი, ტოპ მწვრთნელი. რასაც კარლო ანჩელოტის შესახებ ვფიქრობ, საიდუმლო არასოდეს ყოფილა. მას უდიდეს პატივს ვცემ, შესანიშნავი ადამიანია. როდესაც გავიგე, რომ ის “ევერტონის” მწვრთნელი ხდებოდა, გავიფიქრე: ‘კიდევ ერთი დიდი გამოწვევა’.
ვფიქრობ, “ევერტონმა” ზაფხულში იდეალურად იმუშავა. მათ დაიმატეს ის ფეხბურთელები, რომლებიც სჭირდებოდათ. კარლომ იცი, რა არის საჭირო ძლიერი გუნდისათვის. საერთოდ არ მიკვირს, რომ ისინი ასე კარგად თამაშობენ”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com.
“ევერტონი” – “ლივერპულის” დაპირისპირება თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.