კლოპი: “თუ ვინმე მეტყოდა, რომ “სიტისთან” გამართული ორი მატჩის შემდეგ 4-ქულიანი უპირატესობა გვექნებოდა…”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” 2:1 დაამარცხა და მერსესაიდულ კლუბთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა.
“თუ ვინმე მეტყოდა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” გამართული ორი მატჩის შემდეგ კვლავაც მათზე ოთხი ქულით წინ ვიქნებოდით, მას ამისათვის ფულს გადავუხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ფეხბურთი ასეთია. რომ მოგვეგო, 10-ქულიანი უპირატესობა გვექნებოდა.
ბოლო 10 წელში ტიტული ხუთჯერ რომ გვქონდეს მოგებული, მაშინ ვიტყოდი: “100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, წელს პრემიერ ლიგას მოვიგებთ”. თუმცა, ჩვენ შესაბამისი გამოცდილება არ გვაქვს და როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს ყოველ წელს ტიტულებს ვიგებთ?”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com.