კლოპი: “ტიტულების მოგების ხასიათზე ვარ”
გამოცდილი სპეციალისტი, იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპულში” არის საკმარისი ძალა, რაც ტიტულის მოგებისთვის არის საკმარისი. ეს განცხადება მან ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ გააკეთა.
“ვგრძნობ, რომ ამ კლუბში არის რაღაც ძალა. ეს ვიგრძენი მაშინ, როცა “ენფილდზე” “დორტმუნდს” ვეთამაშებოდით და მაშინ, როცა მატჩის წინ ქუჩებს ვაკვირდებოდი.
მჯერა, რომ არიან კლუბები, რომლებიც უფრო იგებენ ტიტულებს, ვიდრე სხვები. არ ვიცი ეს აზრი როგორ ჩამიჯდა გონებაში, თუმცა პირველად ეს “დორტმუნდში” ყოფნისას გავიაზრე. მაიკლ ცორკმა (“ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა) მითხრა, რომ სანერვიულო არ იყოს ის, რომ “ლევერკუზენი” ჩვენს კისერზე იჯდა.
მან მითხრა, რომ ისინი ვერ მოიგებდნენ, რადგანაც ისინი არასდროს იგებენ და რომ “ბორუსია” იყო ის კლუბი, რომლებიც ტიტულებს იგებს. იგივეს ვგრძნობ “ლივერპულშიც” და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებიც იგივეს გრძნობენ. ტიტულების მოგების ხასიათზე ვარ.”