კლოპი: “ვიდეორეფერის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ უკვე სხვაგვარად ვფიქრობ”
დანიურ “მიდტიულანდთან” მატჩის შემდეგ, “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, რომელიც ფეხბურთში ვიდეორეფერის გამოყენების მომხრე გახლდათ, VAR-ის მუშაობის შეფასება სთხოვეს.
“უბრალოდ ძალიან დიდი დრო მიაქვს. არ ვიცი, რამდენად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება იმ ეპიზოდში [როდესაც მინამინოს გოლი გააუქმეს, სადიო მანეს ჯარიმის გამო]. ფაქტია, რომ ამან სამი-ოთხი წუთი წაიღო, რაც ასეთი ცივი ამინდის პირობებში, ძალიან ბევრია ფეხბურთელებისთვის.
უკვე მესმის, თუ როგორ ამბობს ხალხი – “ღმერთო ჩემო, ისევ ვიდეორეფერიზე საუბრობს?”. მაგრამ მართლა ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამ ეპიზოდის განხილვა და მართლა ძალიან ციოდა. აქიდან გამოსავალი არ არის!
მე ერთ-ერთი ვიყავი იმ ადამიანთა შორის, რომლებიც თავიდანვე უჭერდნენ მხარს ვიდეორეფერის დანერგვის იდეას, მაგრამ უკვე სხვაგვარად ვფიქრობ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.