კლოპი ჟურნალისტს: “თქვენ ამ კითხვას მისვამთ, თავად კი მადრიდიდან ჩამოფრინდით”

თარიღი: მარტი 11, 2020

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი “ატლეტიკოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა გერმანელ სპეციალისტს შეკითხვა კორონავირუსის შესახებ დაუსვა.

ჟურნალისტი: “არ გეშინიათ, რომ შესაძლებელია, თქვენ ფეხბურთელები ვირუსით დაინფიცირდნენ?”

კლოპი: “თქვენ მადრიდიან ხართ?”

ჟურნალისტი: “მე არგენტინიდან ვარ, მადრიდში ვცხოვრობ.”

კლოპი: “თქვენ მადრიდში ცხოვრობთ… გასაგებია, შეშფოთებული არ ხართ?”

ჟურნალისტი: “მე ხვალ ფეხბურთს არ ვთამაშობ.”

კლოპი: “ეს არ არის მთავარი. ფეხბურთი თამაშია. ჩვენ საზოგადოება არ ვართ, ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და ყველას მსგავსად, ვღელავთ. რაც ნამდვილად არ მომწონს ესაა – თქვენ აქ ზიხართ და ამ კითხვას მისვამთ, მაგრამ აქ მადრიდიდან ჩამოფრინდით. დარჩით იქ, მათ სკოლები და უნივერსიტეტები დაკეტეს და თქვენც შეშფოთებული ხართ. თუმცა, თქვენ ფიქრობთ, რომ ფეხბურთის გამო მოგზაურობა მაინც შეიძლება. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა – ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ფეხბურთით ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ შევუშლით.

თქვენი საქმე ინფორმაციის გადაცემაა და იმედი მაქვს, ამას იმაზე უკეთ აკეთებთ, ვიდრე კითხვას სვამთ. ეს ის მომენტია, როცა ნამდვილად ვბრაზდები. თქვენ ცდილობთ მაგრძნობინოთ, რომ მე პრობლემა მაქვს, ხოლო თქვენ – არა. ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ კოვიდ 19 დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ერთა ლიგის ფინალი კორონავირუსის გამო გამოტოვა, კოვიდ 19 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს უკრაინელი მწვრთნელი ჩაიბარებს?

უკრაინული გამოცემა Footballgazeta-ს ცნობით, უკრაინელმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ჩაიბაროს. ვერნიდუბი რამდენიმე კანდიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინული პესოს ყველაზე მსხვილი ნომინალის ბანკნოტზე მარადონას გამოსახვა სურთ

არგენტინაში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 10 ათასი პესოს ნომინალის ბანკნოტზე დიეგო არმანდო მარადონას პორტრეტი გამოსახონ. აღნიშნული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენმა განმარტა, თუ რატომ უჩივის “ბარსელონას” სასამართლოში

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, კლუბის ხელმძღვანელების მიერ გამოვლენილი დამოკიდებულებით გაწბილებულია. ესპა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გაბიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა კაპიტანმა, გაბიმ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება 37 წლის ასაკში მიიღო. ამის შესახებ განცხადება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ექს-პრეზიდენტი: “მბაპეს ტრანსფერი შესანიშნავი სიახლე იქნებაR

მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ფრანგ სუპერვარსკვლავს “პარი სენ-ჟ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კახა კალაძეს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს საკუთარი ბრენდირებული მაისური აჩუქა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკო, შესაძლოა, “რეალის” მეტოქეთა ბანაკში ვიხილოთ

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ისკო, ყველაფერს აკეთებს კლუბის უახლოეს მომავალში დასატოვებლად. ამ უკანასკნელმა უკვე მიმართა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულა დაპენა: “ფარისევლობა იქნებოდა, მარადონას ხსოვნისთვის პატივი მიმეგო”

ესპანური “ვიახეს ინტერიასის” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა პაულა დაპენამ, რომელმაც დიეგო მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე დემონსტრაციულად უარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას ექიმი ბრალდებებს პასუხობს: “მე სხვა რამეში ვარ დამნაშავე”

დიეგო მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმ ლეოპოლდო ლუკეს ადანაშაულებენ. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ქალიშვილები მიიჩნევენ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიოვი “ბუნდესნაკრებში” რჩება

იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება და გუნდს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩიხურამ” “დინამო” დაამარცხა და “მერანი” ეროვნული ლიგი

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის “დინამო” 2-0 დაამარცხა. ანგარიში მე-17 [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

უარი მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე: “ის მოძალადე და პედოფილი იყო”

ესპანური “ვიახეს ინტერიასის” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე დემონსტრაციულად უარი თქვა. [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფიცირებიდან ოცი დღის შემდეგ, ხვიჩა კვლავ საქართველოშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უცნობია...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბიმ კარიერა დაასრულა

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გაბიმ პროფესიული კარიერა დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ესპანელი მომავალი სეზონიდ...
წაკითხვა