კლოპის პირველი კომენტარი “ასტონ ვილასთან” განადგურების შემდეგ
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ინგლისის მოქმედი ჩემპიონი “ასტონ ვილასთან” განადგურდა (7:2). მატჩის შემდეგ, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ “ასტონ ვილამ” დღეს ძალიან კარგად ითამაშა. ისინი ფიზიკურად ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი, ძალიან ჭკვიანურად და სწორად თამაშობდნენ, ჩვენგან განსხვავებით.
მატჩის მიმდინარეობისას არაერთი დიდი შანსი შეგვექმნა, რომელთა გამოყენებაც ვერ შევძელით. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ანგარიშს 7:7-ს გავხდიდით. ძალიან ბევრი და დიდი შეცდომა დავუშვით.
ვის უნდა 7:2 წაგება? წლების წინ ჩვენ ვამბობდით, რომ ისტორიის დაწერა გვსურდა. ისტორია დავწერეთ, თუმცა, ეს ნამდვილად ცუდი ტიპისაა,” – აცხადებს კლოპი, რომლის გუნდსაც სასტარტო სამი მატჩიდან სამივე მოგებული ჰქონდა.