კლოპმა ამხანაგურ მატჩში ისტორიული ცვლილება გააკეთა (ვიდეო)
გუშინ, 20 ივლისს, ”ლივერპულმა” ამხანაგური მატჩი ”ჰადერსფილდის” წინააღმდეგ გამართა და 2:0 გაიმარჯვა. მერსესაიდელთა მხრიდან პირველი გოლი გუნდში ახალდაბრუნებულმა მარკო გრუიჩმა გაიტანა, მეორე ზუსტი დარტყმა კი ალბერტო მორენოს ანგარიშზეა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში საკმაოდ კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. ”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეხვედრის 67-ე წუთზე ნახევარმცველ ლუკას ლეივას ნაცვლად მოედანზე მეკარე შემალ ჯორჯი გამოიყვანა. ფეხბურთელმა თამაშში არც თუ ისე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.