კლოპმა “ბუნდესნაკრების” შესაძლო ჩაბარებაზე კომენტარი გააკეთა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბუნდესნაკრები” შესაძლოა, “ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა ჩაიბაროს. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ლიოვმა წლების განმავლობაში წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მესმის, რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი მისთვის ნაკრებში უკანასკნელი ტურნირი იქნება, შემდეგ მის საქმეს სხვა გააგრძელებს. გერმანიაში ბევრი კარგი მწვრთნელია. მე ამ პოსტისთვის თავისუფალი არ ვიქნები არც ამ და არც მომდევნო ზაფხულს. “ლივერპულთან” სამწლიანი კონტრაქტი მაქვს”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” თავკაც ჰანს ფლიკის კანდიდატურაც სახელდება.