კლოპმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
“დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ლონდონის “ვესტ ჰემის” წინადადებას უარით უპასუხა.
ინგლისური კლუბის ხელმღვანელობამ კლოპს გუნდის ჩაბარება მომდევნო სეზონიდან შესთავაზა, მაგრამ მოვლენათა ასეთი განვითარება გერმანელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის. “ვესტ ჰემში” კი სემ ელერდაისის შემცვლელს ეძებენ და კლოპის უარი ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსიამ” რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრელა, რომლის მიხედვითაც იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს დორტმუნდულ კლუბს დატოვებს და მის ნაცვლად გუნდს სათავეში ტომას ტუხელი ჩაიბარებს.