კლოპი: “ისეთი გუნდი უნდა გავხდეთ, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნება”

თარიღი: ოქტომბერი 9, 2015

გუშინ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა. დღეს ცნობილი გახდა მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დეტალები. გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი სქემით “3+1” გააფორმა. მისი წლიური ჯამაგირი ხუთი მილიონი ფუნტ სტერლინგით განისაზღვრა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ან პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, ანაზღაურება შესაძლოა, გაიზარდოს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კლოპმა განაცხადა, რომ “ლივერპულს” ყველაფერი აქვს მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და ამას ლამაზი ფეხბურთის ჩვენებით აპირებს.

“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი “ლივერპულის” ხელმძღვანელობას ჩემი და ჩემი კოლეგების ნდობისთვის. ასევე იმისთვის, რომ მან მოგვცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულიად ახალ დონეზე წარმოვაჩინოთ. მათ მე წარმომიდგინეს კლუბის განვითარების თავიანთი ხედვა. სრულად ვიზიარებ მათ ამბიციასა და საქმისადმი მიდგომას.

გუნდში ბევრი ბრწყინვალე და ნიჭიერი შემსრულებელია და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლებთ.

ყველამ იცის, რომ ფეხბურთში მნიშვნელოვანია გამარჯვება, თუმცა საქმე მხოლოდ მოგებაშიც არაა, ისიც საინტერესოა, თუ როგორ გაიმარჯვებ. ჩემი ფილოსოფიით, ფეხბურთი ლამაზი და ემოციური, სწრაფი და მკაცრი, სულაც უხეში უნდა იყოს. ჩემი გუნდი ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯება, თითოეულ მატჩში მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს.

მნიშვნელოვანია ახალი ფილოსოფიის დამკვიდრება, რომელიც კლუბის სტატუსს ასახავს, მისცემს სახასიათო ნიშანს და წინსვლის საშუალებას. არც ტაქტიკა უნდა დავივიწყოთ. ტაქტიკა ნათელი და ემოციური უნდა გვქონდეს.

მე აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა “ლივერპულის” პოტენციალის. დღესდღეობით ჩვენ არ ვართ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს? მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვინდა, უახლოეს პერიოდში გავხდეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა ამას თანდათანობით მოვაგვარებთ. მშვენიერი მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს. აქ ოთხი წლის განმავლობაში თუ ვიქნები, ვფიქრობ, ერთ ტიტულს მაინც მოვიგებ.

თანამედროვე ფეხბურთში ყველა დიდი გუნდი ცდილობს ბურთის კონტროლს. პირველ რიგში, დაცვაში უნდა დავლაგდეთ. გვინდა, გავხდეთ ისეთი გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნება. ვერ ვიტყვი იმას, რომ “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ფანები სრულიად ახალ “ლივერპულს” იხილავენ, თუმცა ჩვენ ამას შევეცდებით.

“ლივერპულს” გამორჩეული ფანობა ჰყავს, “ენფილდი” კი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც საოცარი ატმოსფერო აქვს. ერთმანეთის დახმარებით ჩვენ შევძლებთ მწვერვალების დაპყრობას”, – კლოპის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრაუჩი: “რონალდოსთან ფოტოს გადაღების შანსი მქონდა, მეგონა, ის მიცნობდა…”

“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს სთხოვეს დაესახელებინა, ვისთან ერთადაც თავდასხმის დუეტს შექმნიდა. ვეტერანმა ინგლისელმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკო როისის ოჯახი ქალაქს 500 000 ევროთი დაეხმარა

გერმანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მარკო როისის ოჯახი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო ქალაქს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “მაშინვე ავტირდი, როდესაც ეს ვიდეო ვნახე”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ სოციალურ ქსელში ბოლო როს გავრცელებულმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნემ მომავალზე ისაუბრა

“ვულვზის” მექსიკელი ვარსკვლავი რაულ ხიმენესი, რომელმაც 2019-20 წლების სეზონში პირადსარეკორდო 22 გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტეტა კორონავირუსის გადატანაზე: “ჩემ შვილებზე ძალიან ვდარდობდი”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ერთ-ერთია იმ 500 000 ადამიანს შორის, რომელიც COVID-19-ის ერთ-ერთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიო 50-მილიონიან ტრანსფერს ითხოვს

“რედ ბულ ლაიფციგის” გარემარბი, მარსელ ზაბიცერი, შესაძლოა უახლოეს მომავალში ლონდონის “ტოტენჰემის” მაისურში გამოწყობილიც ვიხილოთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შირერი: “კეინმა “ტოტენჰემი” უნდა დატოვოს”

პრემიერ ლიგის ლეგენდა ალან შირერი მიიჩნევს, რომ თუ ჰარი კეინის “ტოტენჰემი” მომდევნო ერთი წლის მანძილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუან მატა: “ლუი ვან გაალს საშიშ ადამიანად მივიჩნევდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა ნახევარმცელმა, ხუან მატამ, ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ლუი ვან გაალს პირველად შეხვდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბრეგასი: “არსენალში” ჩემი დონის ფეხბურთელები მხოლოდ ვან პერსი და ნასრი იყვნე

“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მას “არსენალის” დატოვებისაკენ უბიძგა. როგორც იცით, ესპან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედი რინერი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადებას გამოეხმაურა

ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა, ტედი რინერი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ამბავს გამოეხმაურა. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბრეგასი: “ალონსო კვდებოდა, ისე უნდოდა, რომ “არსენალში” გადმოსულიყოR

ცესკ ფაბრეგასი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარებს, რომ ჩაბი ალონსოს 2009 წელს, “ენფილდზე” გატარებული 5 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯესი მარში: “მირჩევნია, “ლივერპულთან” 4-3 წავაგო, ვიდრე დაცვაში ჩავჯდე&#

“რედ ბულ ზალცბურგის” ამერიკელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯესი მარშმა, პრესასთან საუბრისას “ლივერპულთან” გამართული შეხვედრა გაიხსენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატიპი: “მატჩის შემდეგ მესი ვნახე, დეპრესიაში იყო”

“ლივერპულის” კამერუნელმა მცველმა, ჯოელ მატიპმა, 2018/19 წლების სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიხსენა, რომელშიც იურგენ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “ლივერპული” პრემიერ ლიგის მოგებას იმსახურებს”

“დერბის” ვეტერანი ფეხბურთელი, უეინ რუნი აცხადებს, რომ წელს პრემიერ ლიგის მოგებას “ლივერპული” იმსახურებს. “მანჩესტერ იუნა...
წაკითხვა