კლუბები, რომლებსაც “მანჩესტერ სიტის” მფლობელი ფლობს

თარიღი: ნოემბერი 16, 2019

2008 წელს შეიხ მანსურმა დაარსა საინვესტიციო ჯგუფი “აბუ დაბი იუნაიტედ გრუპი”, 2014 წელს კი ჩამოაყალიბა “სიტი ფუტბოლ გრუპი – ჰოლდინგი, რომელიც საინვესტიციო ჯგუფის მეშვეობით მართავს საფეხბურთო კლუბებს.

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)

შეიხ მანსურმა ჩამოაყალიბა სააქციო საზოგადოება, რათა “მანჩესტერ სიტის” შეძენა გამარტივებოდა.

“ისეთი გუნდების დასამარცხებლად, როგორებიცაა “ჩელსი” და “ბარსელონა”, საჭიროა უმაღლესი დონის მინიმუმ 22 ფეხბურთელის შეძენა. ფული პრობლემა არ არის. მთავარია, რომ ჩემს გუნდში თითოეულ პოზიციაზე თამაშობდეს ტოპ-ფეხბურთელი, კლუბი კი მოკლე დროში უნდა გახდეს ევროპის წამყვანი გუნდი”, – თქვა შეიხ მანსურმა.

“მანჩესტერ სიტის” შეიხის მოსვლამდე არსებობის 128-წლიან ისტორიაში მხოლოდ 12 ტიტული ჰქონდა მოგებული, მისი მოსვლის შემდეგ კი გუნდმა 11 წლის განმავლობაში 13 ტროფეი დაისკაუთრა.

 

“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)

2012 წელს MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა “მანჩესტერ სიტის” გენდირექტორ ფერან სორიანოს ნიუ იორკში საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება შესთავაზა. 2013 წლის 21 მაისს “ნიუ იორკ სიტი” MLS-ის ახალი წევრი გახდა, თუმცა “სიტი გრუპი” კლუბის აქციათა მხოლოდ 80 პროცენტს ფლობს, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი ბეისბოლის კლუბი “ნიუ იორკ იანკიზი” გახლავთ. მფლობელებმა ლიგის წევრობისთვის 100 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადეს.

გუნდის პირველი ფეხბურთელი ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია გახდა.

2015 წლის იანვარში ინგლისელმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ის სეზონს “მანჩესტერ სიტიში” ჩაამთავრებდა, შემდეგ კი “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდებოდა.

2011 წელს “მანჩესტერ სიტის” ფრანგმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ ბუცები ლურსმანზე დაკიდა და ინგლისური კლუბის სტრუქტურაში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, 2015 წელს კი “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა და ამერიკულ გუნდს 2018 წლამდე თავკაცობდა, რის შემდეგაც სამშობლოს მიაშურა და “ნიცას” ჩაუდგა სათავეში.

 

“მელბურნ სიტი” (ავსტრალია)

“სიტი” გრუპის” მესამე კლუბი ავსტრალიური “მელბურნ ჰარტი” გახდა, რომელსაც მოგვიანებით სახელწოდება შეეცვალა და “მელბურნ სიტი” ეწოდა.

“სიტი” გრუპმა” 2014 წელს კლუბის აქციათა 80 პროცენტი 12 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა, ერთი წლის შემდეგ კი დანარჩენ 20 პროცენტსაც დაეუფლა. ჯერჯერობით “მელბურნ სიტი” წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.

 

“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) და “სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)

2014 წლის მაისში “სიტი გრუპმა” იაპონური “იოკოჰამა მარინოსის” აქციათა 20 პროცენტი შეიძინა, 80 პროცენტის მფლობელი ავტომწარმოებელი კომპანია “ნისანი” გახლავთ. ამ დროისთვის კლუბი იაპონიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს და წელს ჩემპიონობის კარგი შანსიც აქვს: გუნდს გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და ლიდერ “ტოკიოს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ტურნირის დასკვნით ტურში “იოკოჰამა მარინოსი” სწორედ “ტოკიოს” მასპინძლობს.

2019 წლის თებერვალში “სიტი გრუპმა” ჩინური “სიჩუან ცზიუნიუს” აქციათა ნაწილი შეიძინა. გუნდი ჩინეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის.

 

“ატლეტიკო ტორკე” (ურუგვაი)

“სიტი ფუტბოლ გრუპმა” 2017 წლის აპრილში ურუგვაული “ატლეტიკო ტორკე” შეიძინა. მონტევიდეოში 2007 წელს დაარსებული გუნდი მომდევნო სეზონში პირველად ისტორიაში იასპარეზებს ურუგვაის პრიმერადივიზიონში. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძირითადად ახალგაზრდა ნიჭიერი ლათინოამერიკელი ფეხბურთელების მოძიებაზე და შემდეგ მათ ზრდა-განვითარებაზე მუშაობს.

 

“ჟირონა” (ესპანეთი)

“სიტი ფუტბოლ გრუპმა” 2017 წლის აგვისტოში კატალონიური კლუბის აქციათა 44,3 პროცენტი შეიძინა, ამდენივე პროცენტის მფლობელია კომპანია, რომელსაც “მანჩესტერ სიტის” თავკაცის, პეპ გვარდიოლას ძმა პერე გვარდიოლა უდგას სათავეში.

“ჟირონაში” “სიტი გრუპის” მოსვლიდან ორ თვეში გუნდმა პრიმერადივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩში მადრიდის “რეალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“ჟირონა” “მანჩესტერ სიტის” ერთგვარი დუბლია, რომელსაც ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებით ამარაგებს, რათა მათ ესპანეთის წამყვან გუნდებთან თამაშით გამოცდილება მიიღონ, თუმცა შარშანდელი შედეგებით კატალონიელები პრიმერადივიზიონიდან სეგუნდაში დაქვეითდნენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საჩხერის “ჩიხურამ” ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო

საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნულ ლიგა 2-ში ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო და ძალიან მალე მე-3 ლიგაში ოფიციალურად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს?

31 წლის ლევან მჭედლიძემ, შესაძლოა, კარიერა ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელოს. “ტორპედოს” ახალი მფლობელი “ნიუ ვიჟენი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლასინა ტრაორეს საშინელი ტრავმა “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Terrible lesión de #LassinaTraoré en el partido por #ChampionsLeague entre el #ShakhtarInter #Shakhtar […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუეროს დებიუტის სავარაუდო თარიღი ცნობილია

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელ სერხიო აგუეროს რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია “სიტის” ყოფილი ვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანელკა: “მბაპე ლიდერი უნდა იყოს, მესი მას უნდა ემსახუროს”

ფრანგული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ნიკოლას ანელკა, მიიჩნევს, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ლეო მესი კილიან მბაპეს შესაძლებლობების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუბაიში არსებული კომპანია “ბარსელონას” 1.5 მილიარდიანი ვალის გადახდას სთავაზობ

კატალონიის “ბარსელონას” უახლოეს მომავალში ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის ბრწყინვალე შესაძლებლობა ეძლევა. ინფორმაციას კატალონიური გამოცემა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ

იტალიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები 2022 წლის ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრა უეფასა და კონმებოლს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ნგოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 წლის ფრანგი ფეხბურთელი იზოლაციაშია. ნგოლო კანტე ინგლისის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუსთან ერთად ვვარჯიშობდი, ახლა კი მე რძეს ვყიდი

რიჩარდ ეკერზლი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის ერთ-ერთი იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. 2007 წელს მას მანჩესტერელთა პირველ გუნდში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგთან 0-10 განადგურდა

საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგში ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და 0-10 განადგურდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინო: “ლიგის მოგებაზე ვოცნებობთ, რისთვისაც დრო და ინვესტიცია გვჭირდება”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” გასამართი მატჩის წინ პრესკო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილის წითელი ბარათი კვიპროსის ჩემპიონატში (ვიდეო)

ქართველების “აპოელმა” კვიპროსის ჩემპიონატში “პაეკი” 1-0 დაამარცხა. თორნიკე ოქრიაშვილი ძირითადში იყო, თუმცა 64-ე წუთზე ჯერ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ჩაკვეტაძესთან ერთად ადვილია’ – ფანებმა ქართველს უმღერეს (ვიდეო)

26 სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “სერკლ ბრიუგე” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა [&helli...
წაკითხვა