კობახიძე „მორდოვიაში“ ითამაშებს
ქართველი მცველი მამუკა კობახიძე 2015/16 წლების სეზონში სარანსკის „მორდოვიაში“ ითამაშებს. როგორც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი წერს, სარანსკელებმა 22 წლის მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანეს.
ცნობისთვის, კობახიძის სატრანსფერო უფლებები ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის.
რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გათამაშებაში მამუკამ „რუბინის“ მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
საქართველოში კობახიძეს „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შემადგენლობაში უთამაშია.