კობიაშვილი არაბიძეზე: “ფეხბურთელი, რომელიც სტადიონზე არ დარჩება და გუნდს არ უგულშემატკივრებს, ის…”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პორტუგალიური “ნასიონალის” წევრზე, გიორგი არაბიძეზე ისაუბრა, რომელიც წინა სანაკრებო შეკრების დროს გამოძახებული იყო, თუმცა არ უთამაშია, ანდორასთან კი ვაისმა აღარ გამოიძახა.
“ყველაზე ბედნიერები ვიქნებოდით თუ გიორგი ამ ნაკრებში იქნება და ვიცით, თუ რა შეუძლია მას. გიორგიმ იცის, თუ რატომ არ არის გამოძახებული, არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში, არცერთ სხვა ნაკრებშიც. ალესანდრე იაშვილი ესაუბრა მას რამდენიმე კვირის წინ და არაბიძემ ზუსტად იცის მიზეზი. მინდა ვურჩიო მას და ხაზი გავუსვა, მიუხედავად იმისა, ვის რა შეუძლია, პირველ რიგში არის გუნდის ინტერესი. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, მოთამაშეებს, მწვრთნელს, გულშემატკივრებს და გამოირჩევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, როგორც ბოლო შემთხვევაში, ნაკრებში ის ვერ იქნება. რადგან ამ ნაკრების მთავარი ღირებულება და სიძლიერე არის, რომ ისინი არიან ერთი გუნდი და ერთმანეთს სცემენ პატივს. არ აქვს უფლება თავისი პირადი ინტერესით და საქციელით გუნდი დააზარალოს. ის საქციელი, რომელიც ბოლო თამაშებში, ყაზახეთთან გასახდელში და ლატვიასთან, სტადიონზე არ დარჩება და არ უგულშემატკივრებს, მე ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არასწორია. ეს არ არის დასჯა, პირიქით ეს დახმარებაა. თუ ის დაფიქრდება და მიხვდება, კარგი იქნება. არაბიძე ჩვენ მართლაც გვჭირდება მომავალში” , – განაცხადა კობიაშვილმა “სპორტი იმედზე”.
გიორგი არაბიძეს საქართველოს ნაკრებში 3 გოლი აქვს გატანილი.