კობიაშვილი: “მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიუნხენის “ბაიერნის” მეკარეზე, მანუელ ნოიერზე ისაუბრა და თქვა, რომ ის თავის პოზიციაზე საუკეთესოა.
შეგახსენებთ, რომ ნოიერი და კობიაშვილი “შალკეში” ერთად დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდნენ, ამიტომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.
“ნოიერი ძალიან განსხვავებული, მისი სტილი კი განსაკუთრებულია. ამით ის სხვა მეკარეებისაგან გამოირჩევა. მანუელი ფეხს ძალიან კარგად იყენებს. როცა ერთ გუნდში ვთამაშობდით, მინდვრის ფეხბურთელივით მოქმედებდა.
ერთხელ, მერვედფინალის განმეორებით მატჩში, პორტუგალიაში “პორტოს” წინააღმდეგ ვითამაშეთ, მან კი იქ ისეთი სეივები გააკეთა, რომ დღემდე არ დამავიწყდება. თუმცა, ზოგჯერ მას მოსდის შეცდომები, რომლებიც გუნდს ძვირად უჯდება.
ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. დღეს რამდენიმე გამორჩეული მეკარეა, მაგრამ ნოიერი ყველასაგან განსხვავებულია. მისი გამოსვლები, ბურთის ფლობა და პასი ნამდვილად აღსანიშნავია”, – თქვა კობიაშვილმა.