კოენტრაუ “ბენფიკას” უბრუნდება
მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიუ კოენტრაუ დიდი ალბათობით “ბენფიკას” დაუბრუნდება. პორტუგალიელი მცვლეი ლისაბონურ კლუბში კარიერას იჯარის წესით გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება 27 წლის მცველის მაღალი ხელფასია.
კოენტრაუ “არწივების” ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა. გასულ კვირაში მცველმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში დაბრუნების შემთხვევაში მხოლოდ “ბენფიკაში” ითამაშებდა.