კოენტრაუ წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს
„მონაკოს“ მცველი ფაბიუ კოენტრაუ, რომელიც ამ კლუბში მადრიდის „რეალიდან“ იჯარით თამაშობს, 2015 წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ „ბასტიასთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-17 ტურის შეხვედრაში პორტუგალიელმა მარჯვენა ფეხის კუნთები დაიზიანა.
სავარაუდოდ, გამოსაჯანმრთელებლად კოენტრაუს, მინიმუმ, სამი კვირა მოუწევს. მიმდინარე სეზონში მცველმა ლიგა 1-ს 8 მატჩში ითამაშა, რომელშიც მისმა მონაგარმა 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეადგინა.