WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (127846) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

კოენტრაუმ “რაიო ვალეკანოსთან” დაზიანება მიიღო

თარიღი: ნოემბერი 4, 2013

დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” განაპირა მცველი ფაბიო კოენტრაუ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ფაბიო კოენტრაუ თავისი გუნდის დახმარებას იტალიის მოქმედ ჩემპიონთან ვერ შეძლებს. მისი გამოჯანმრთელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, პორტუგალიელმა მოთამაშემ დაზიანება პრიმერადივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩში, “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ მიიღო. ამის გამო, იგი იძულებული გახდა, მოედანი პირველივე ნახევარში დაეტოვებინა.

ამრიგად, კოენტრაუ მადრიდელებთან ერთად იტალიაში ვერ გაფრინდება.

სანდრო საპანაძე

 



მსგავსი სიახლეები