კოენტრაუმ ვარჯიში დაიწყო, თუმცა „ელჩესთან“ ვერ ითამაშებს
მადრიდის „რეალის“ მცველმა ფაბიუ კოენტრაუმ დღეს ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა. ცნობისთვის, პორტუგალიელს ბოლო დღეებში კუნთების ტკივილი აწუხებდა.
ამის მიუხედავად, ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ მცველი ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდის გასვლაზე „ელჩეს“ შეხვდება.