კოენტრაუს “მანჩესტერში” უნდა
მადრიდის “რეალის” მცველმა, ფაბიო კოენტრაუმ გუნდს მიანიშნა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა სურს.
“სამეფო გუნდის” პორტუგალიელ მცველს გუნდში სათამაშო დრო აღარ ეძლევა, ამიტომაც კრიშტიანუ რონალდუს თანამემამულე წინააღმდეგი არაა, ახალ კლუბში გადაბარგების.
ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კოენტრაუს შეძენის “მანჩესტერ იუნაიტედია”. პორტუგალიური პრესა იტყობინება, რომ ფაბიოსთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე კარგი ვარიანტი “მანკუნიანელებში” გადასვლა იქნება.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ “მანჩესტერში” თამაშზე უარს არ ვიტყოდი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში სასიამოვნოა. იმედი მაქვს, “რეალში” შანსი კვლავ მომეცემა, ყველაფერი სწრაფად არ ხდება, საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად დავამტკიცებ,”-განაცხადა კოენტრაუმ.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” 27 წლის მცველმა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.