“კოკა-კოლა” სფფ-ის პარტნიორი გახდა, ფედერაცია მილიონ ლარს მიიღებს

თარიღი: მაისი 27, 2021

27 მაისს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს ქარხნის ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის თანამშრომლობის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.

​ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ კომენტარები გააკეთეს:

ლევან კობიაშვილი: “პირველ რიგში მსურს დავაფიქსირო, რომ ქართული ფეხბურთი და კოკა-კოლა დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში კოკა-კოლას მხარდაჭერით ძალიან დიდ პროექტს ვახორციელებთ და ამისთვის მინდა კომპანიას მადლობა გადავუხადო.

​დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა. დღეიდან კოკა-კოლა ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი და პარტნიორი გახდა. ამასთან ერთად ერთად ეს თანამშრომლობა ასევე მოიცავს ასაკობრივ ნაკრებებს და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებს. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენთვის ასევე კოკა-კოლასთვის ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი კოკა-კოლას, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით თემურ ჭყონიას.”

თემურ ჭყონია: “ჩვენთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მოთამაშეებს შეუძლიათ ერთი გოლით მთლიანად ქვეყნის ისტორია შეცვალონ. ამიტომ მე მეამაყება, რომ ჩვენ გრძელვადიანი ხელშეკრულება დაგვაკავშირებს და ჩემთვის ეს უბედნიერესი დღეა.

ხელშეკრულება თანამშრომლობას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ კოკა-კოლას სპორტთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. შევეცდებით, რომ ეს გამოცდილება საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ გამოვიყენოთ, რათა ჩვენმა გუნდმა დიდ ტურნირებზე იასპარეზოს.”

ხელმოწერის ღონისძიების ფარგლებში, კოკა-კოლას ქარხანას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ესტუმრნენ.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელი გახდა. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

ქართულ ბაზარზე ამ მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მასშტაბისა და სიდიდის ურთიერთანამშრომლობის დაფიქსირება პირველად ხდება და ბიზნესისათვის მძიმე პანდემიურ წელს სფფ-ისა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა. ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-საგან 1 მილიონ ლარს მიიღებს.

სფფ-ის პრესსამსახური
televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე “გრენობლში” ითამაშებს

“საბურთალოს” 22 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლში” გააგრძელებს. “გრენობლსა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია ქვილითაია-ოქრიზე ნაწყენი არ არის

“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გიორგი ქვილითაიაზე და თორნიკე ოქრიაშვილზე კომენტარს აკეთებს. ქართველებმა გუნდი დატოვეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

თათია გაბუნიას იტალიიდან იწვევენ – პირველი საერთაშორისო ტრანსფერი

“ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბი იწვევს. გაბუნიას იტალიაში საკმაოდ კარგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძის შეძენა ფრანგულ კლუბს სურს

“საბურთალოს” თავდამსხმელის, გიორგი კოხრეიძის შეძენა საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბს, “გრენობლს” სურს. Metro Sport-ის ცნობით, საუბა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაშია-კანკავა: “ვაისი ძალიან მაგარი ადამიანია”

ბრატისლავას “სლოვანში” გადასვლის შემდეგ კაშიამ და კანკავამ პირველი კომენტარები გააკეთეს. “ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი “სლოვანის&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისი: “საქართველოს ნაკრებში ამ ბიჭებმა დამტოვეს”

“სლოვან ბრატისლავას” მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას დამატებაზე ისაუბრა. “მე ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავას “სლოვანში” ითამაშებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები – გურამ კაშია და ჯაბა კანაკვა ამიერიდან ბრატისლავას “სლოვანში” ითამაშებენ. ორივე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ლოკომოტივი” ჩემს კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს”

გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივს” დაემშვიდობა. 33 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ნომინანტთა შორის მოხვდა

იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” ტრადიციული ჯილდოს – Golden Boy (“ოქროს ბიჭუნა”) 2021 წლის ნომინანტები დაასახელა. ასკაციან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშიამ “ლოკომოტივი” დატოვა და ევროპაში მიდის

33 წლის ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა. კაშიას 3 შემოთავაზება აქვს – თემურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვის დაუპირისპირდებიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “ნეფთჩი” აზერბაიჯანის ბრენდია”

თბილისის “დინამოს” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩი” იქნება. “დინამოს” მთავარმა მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ცნობილი

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვინ იქნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონფერენსლიგა – ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები

ხვალ, 15:00 საათზე კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაა. კონფერენს ლიგაზე 3 ქართული გუნდი – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა – “დინამოს” ძლიერი მეტოქეები ერგო

ხვალ, 14:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. “დინამო თბილისი” პირველ ეტაპზე განთესილთა […...
წაკითხვა