კოკა-კოლას თასი 2018 – თბილისის ეტაპი დასრულდა
28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „კოკა-კოლას თასი 2018“-ის თბილისის ფინალები გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს 174-ე და 165-ე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 174-ელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. დრამატული გამოდგა 130-ე და 31-ე სკოლების მატჩი. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტები კი, უკეთ 130-ე სკოლის გუნდმა შეასრულა და ანგარიშით 7:6 დაამარცხა მეტოქე. დარჩენილ ორ შეხვედრაში 99-ე სკოლა 207-ესთან 1:7 დამარცხდა, დღის ბოლო შეხვედრაში კი, 146-ე სკოლამ 186-ე სკოლას 3:1 აჯობა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე „კოკა-კოლას თასი 2018“-ის ფინალურ ეტაპზე კვარიათში 207-ე, 174-ე, 130-ე და 146-ე სკოლის გუნდები გაემგზავრებიან.
დღესვე გამოვლინდა თბილისის მასშტაბით უძლიერესი გოგონათა გუნდი. ნახევარფინალურ ეტაპზე 175-ე სკოლამ 169-ე სკოლა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, 146-ემ კი 158-ეს დამაჯერებელი ანაგრიშით 3:0 მოუგო. ფინალური მატჩი, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა და 146-ე სკოლის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შესაბამისად, აღნიშნული სკოლის გუნდი კვარიათში გაემგზავრება და მთელი ქვეყნის მასშტაბით უძლიერესი გუნდის წოდებისთვის იბრძოლებს.
ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლას” პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ გადასცეს.
„კოკა-კოლას თასი 2018“ ფინალური ეტაპი ივნისის თვეში ქალაქ ბათუმში გაიმართება. მონაწილე გუნდები კი, ერთი კვირის განმავლობაში კვარიათში იცხოვრებენ. წლევანდელ ტურნირში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწელეობას 1000-ზე მეტის სკოლის 10000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა. საბოლოოდ კი, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი – 12-მა.
Gff.Ge