კოკე “ატლეტიკოს” ისტორიაში შევიდა
“ატლეტიკოსა” და “ეიბარს” შორის გამართული მატჩი (0-2), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი “როხიბლანკოს” ნახევარმცველისთვის, კოკესათვის აღმოჩნდა, რომლისთვისაც ეს “ატლეტიკოს” მაისურით ჩატარებული რიგით მე-200 მატჩი იყო ესპანეთის ჩემპიონატში.
24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც 25 წელი 8 იანვარს შეუსრულდება, ამ შედეგით ესპანური კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის მაისურით 200 მატჩი ჩაატარა.
თუმცა, ესპანელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუ უნდა, რომ ადელარდო როდრიგესის რეკორდი დაამხოს, რომელსაც ყველაზე მეტი, 403 თამაში აქვს ლიგაში “ატლეტიკოს” მაისურით ჩატარებული.
აქამდე ეს რეკორდი ადრიან ესკუდეროს ეკუთვნოდა, რომელმაც დედაქალაქურ კლუბში 287 მატჩი ჩაატარა. მე-200 მატჩში კი 26 წლის ასაკში ითამაში (+ 68 დღე).