კოკე: “კარიერის დასრულება “ატლეტიკოში” მინდა!”
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევამცველმა, კოკემ გუნდის მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა და საკუთარ თავზეც ისაუბრა.
“მშვენიერი სეზონი გამოვიდა. პირველ ნახევარში რთული პერიოდი გვქონდა, თუმცა შემდეგ გაძლიერება შევძელით და ლა ლიგაში მდოგმარეობა გავიუმჯობესეთ. საბოლოოდ, ამ ტურნირზე კარგ შედეგს მივაღწიეთ – მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.”
“პირადად მე, ვფიქრობ, გუნდს დავეხმარე. თუმცა, არ მინდა საკუთარი თავის შეფასება. მსურს, კარიერა “ატლეტიკოში” დავასრულო. ეს იქნება ლამაზი ისტორია – ვითამაშო ბოლომდე იქ, სადაც ექვსი წლისამ დავიწყე ბურთის გორება. მიყვარს აქაურობა. “კალდერონზე” ჩემს ძმასთან, მამასა და ბაბუასთან ერთად ხშირად დავდიოდი მატჩების საყურებლად. დაუჯერებელია, რომ ახლა ჩემს და ჩემი გუნდის სანახავად მოიდის ხალხი და ისინი მე მამხნევებენ,” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.