კოკემ კრიშტიანო რონალდუს “გეი” უწოდა
19 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. შეხვედრაში სამივე გოლი “სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.
მატჩის 63-ე წუთზე რონალდუსა და კოკეს შორის შელაპარაკება მოხდა. ესპანური რადიოს, COPE-ს ცნობით, გასახდელში მიმავალი რონალდუ თანაგუნდელს სწორედ კოკესთან დაპირისპირებაზე ესაუბრებოდა.
რონალდუ: “კოკემ “გეი” მიწოდა.”
თანაგუნდელი: “რა?”
რონალდუ: “მან მითხრა, რომ გეი ვარ. მე კი ვუთხარი: “მადრიდში თუ შეხვდები, ნახავ, რასაზ გიზამ.”
თანაგუნდელი: “რის გაკეთებას აპირებ?”
რონალდუ: “არაფრის, რას უნდა ვაპირებდე?”
საუბარში “რეალის” კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩაერთო: “ეს ვინ გითხრა?”
რონალდო: “კოკემ, მან “გეი” მიწოდა. მე ვუთხარი: დიახ, დიახ, მე გეი ვარ, თუმცა მდიდარი.”
იხილეთ ვიდეო