კოკემ მისი მომავალი გუნდის ვინაობა დაასახელა
“ატლეტიკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს.
23 წლის შემტევის “ჩელსიში” გადაბარგებასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა იგი უარყოფს ყოველივეს.
“მომავალშიც “ატლეტიკოში” ვითამაშებ, დარწმუნებული ვარ,”-განაცხადა ფეხბურთელმა.
“ბრწყინვალე სეზონი იყო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით და ვართ პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილზე. მომავალი წლისთვის უკეთესი შედეგის დადებას ვეცდებით”.
ორი ტურით ადრე, დედაქალაქური გუნდი მესამე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ “ვალენსიას” ოთხი ქულით უსწრებს.