კოკლინი: “ლაკაზეტს არავისთან შედარება არ სჭრიდება -მას საკუთარი სტილი აქვს”
ლონდონის “არსენალის” ახალწვეულებს ხშირად ადარებენ მის ლეგენდებს. ერთ-ერთი ასეთი ალექსანდრ ლაკაზეტია, რომელზეც ამბობენ, რომ იგი ძალიან ჰგავს იან რაიტს (1991-1998 წლებში თამაშობდა “არსენალში”).
ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, ფრანსის კოკლინმა ლაკაზეტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას განსაკუთრებული სტილი აქვს და არავისთან შედარება არ სჭირდება.
“რთულია, რომ ალექსანდრი ვინმეს შეადარო. ზოგადად, არ მიყვარს, როცა ფეხბურთელებს ერთმანეთს ამსგავსებენ. ყველა ინდივიდუალურია და ნებისმიერს გამოარჩევს რაღაც სხვისგან. ლაკაზეტი ახლა 26 წლისაა და დაამტკიცა, რომ მას ბევრი პლუსი გააჩნია. მას გააქვს უამრავი გოლი და შეუძლია, რომ სახელი დაიმკვიდროს თავისი მიღწევებით და არა სხვასთან შედარებით.”
“ხშირად მას იან რაიტს ამსგავსებენ. თუ, ხალხი ასე ფიქრობს, კარგი. მაგრამ მას თავისი სტილი აქვს. ლაკაზეტმა გასულ სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ეს ფანტასტიკური შედეგია. იმედი მაქვს, ფრანგი “არსენალშიც” დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს,” – განაცხადა კოკლინმა.