კოკუმ თავის მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა
„პსვ ეინდჰოვენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ მოსკოვის ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:3 დათმო.
„პირველ ტაიმში ბევრი რამ ვერ გამოგვივიდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, მეორე ნახევარში ყველა შეცდომა გამოვასწორეთ. ბევრი რეალური შანსი გვქონდა. 4-6 საგოლე მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მომენტის გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ასეა თუ ისე, მოთამაშეებს მადლობა გადავუხადე, რადგან ისინი არ დანებდნენ და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს. მათ შორის ლესტიენიცაა, რომელიც ტრავმის შემდეგ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, რამაც დუბლის შესრულებაში ხელი მაინც არ შეუშალა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.