კოლაროვი: “ფანებმა უნდა შეიგნონ, რომ ფეხბურთზე ბევრი რამ არ იციან”

თარიღი: ნოემბერი 27, 2018

“რომას” მარცხენა მცველმა, ალექსანდარ კოლაროვმა ფანების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ტაქტიკური რჩევები არ უნდა მისცენ.

“რომა” სერია A-ში მე-7 ადგილს იკავებს. რომაელები გასულ ტურში “უდინეზესთან” 0:1 დამარცხდნენ.

“ფანებს აქვთ იმის უფლება, რომ გაბრაზდნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მათ უნდა შეიგნონ, რომ ფეხბურთზე ბევრი რამ არ იციან. მე ჩოგბურთი და კალათბურთი მომწონს, ბავშვობაში ორივეს ვთამაშობდი და ვბრაზდები, როცა ჩემი საყვარელი გუნდი აგებს, თუმცა მათ ტაქტიკურ რჩევებს არასოდეს ვთავაზობ. ეს ზოგადი პრობლემაა, ყველა გუნდის ფანმა უნდა გაიგოს”, – ციტირებს კოლაროვის სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ “რომა” 27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები