კოლაროვს იტალიაში დაბრუნება სურს
“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა იტალიაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 29 წლის ფეხბურთელი “სიტიში” “ლაციოდან” 2010 წელს გადავიდა, ამჟამად კი მის მიმართ “ინტერი” იჩენს ინტერესს.
“იტალიაში დაბრუნება მსურს, თუმცა ეს იოლი არ არის” – განაცხადა კოლაროვმა.
იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით სერბის აპენინებზე დაბრუნებას მის ყოფილ დამრიგებელს, რობერტო მანჩინის სურს.