კოლიმორი: “სიტიმ” “ლივერპულს” ვან დაიკისთვის ორი ფეხბურთელი და 150 მილიონი უნდა შესთავაზოს”
“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა, “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვირჯილ ვან დაიკის დამატება ურჩია.
“რამდენადაც მე ვიცი, გვარდიოლამ განაცხადა, რომ ზაფხულში მისი პრიორიტეტი ცენტრალური მცველისა და დაცვითი ტიპის ნახევარმცველის დამატება იქნება კლუბისთვის.
მე რომ მის ადგილას ვიყო, პირველი ადამიანი, რომელსაც თვალს დავადგამდი ვირჯილ ვან დაიკი იქნებოდა. მის სანაცვლოდ “ლივერპულს” ჯონ სტოუნზს, ნიკოლას ოტამენდისა და 150 მილიონ ფუნტს (195 მლნ. ევრო) შევთავაზებდი. მანამ არ გავჩერდებოდი, სანამ თანხმმობას არ მივიღებდი.
ვიცი, რომ იურგენ კლოპს “ლივერპულთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს და მიმდინარე სეზონს პრემიერ ლიგაში პირველ ან მეორე ადგილზე დაასრულებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვაზე უარს იტყვის, განსაკუთრებით თუ ამით მისი მეტოქე იქნება დაინტერესებული,” – აცხადებს კოლიმორი.