კოლხეთი vs დინამო – მატჩამდე

თარიღი: მარტი 22, 2015

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება.

ჩვენი მეტოქე
სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი-1913-ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. წინა სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

წვრთნელი და კოლხეთი
2013 წლის ივლისიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ზაზა ინაშვილი მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასრულებულ სეზონში პირველი ლიგის A ზონაში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში მისი გუნდი 20 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 21 ქულით, სატურნირო ცხრილში მე- 13 ადგილს იკავებს.

დინამომდე
ზამთრის პაუზის შემდეგ გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში პირველად ქუთაისის ტორპედოსთან ითამაშა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ამას მოჰყვა მარცხი 0:2 ბათუმის დინამოსთან. შემდეგ იყო იმავე ანგარიშით გამარჯვება ზუგდიდთან და მარცხი 0:1 გურიასგან. ბოლო შეხვედრაში კოლხეთი საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა დიდი ანგარიშით 1:5.

დინამო vs კოლხეთი – ურთიერთშეხვედრები
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 52 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 35 შემთხვევაში იმარჯვეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 117/37 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება- ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 2014 წლის 21 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები ნიკოლოზ საბანაძემ და გიორგი ჩირგაძემ გაიტანეს.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთის ფეხბურთელი- ლევან კაკულია დააკლდება.

კოლხეთი vs დინამო – მსაჯი
ჩვენი გუნდის შეხვედრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ– არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ი. უკლება და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ბ. ნინუა და შ. ქუხილავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. ტუღუში შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს 2014 წლის 18 ოქტომბერს იმსაჯა. დინამო თბილისმა მცხეთაში ვიტ ჯორჯია 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილმა სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 18 მარტს უმაღლეს ლიგაში გამართული სიონი 1:3 შუქურა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელებს ოთხჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 60 თამაში / 213 ყვითელი / 12 წითელი / 15 პენალტი
პირველი ლიგა – 22 თამაში / 86 ყვითელი / 5 წითელი / 10 პენალტი
მეორე ლიგა – 4 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი – 8 თამაში / 37 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
ვირსლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
სეფიაშვილი – ქორჩილავა, კილასონია, ჩაკვეტაძე, თევზაძე – ლემონჯავა, გოგონაია, გურეშიძე, გიგაური – სიჭინავა, ჯიქია

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესი კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგძლივებს და კარიერას [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შმეიხელი დე ხეას თამაშის სტილის შეცვლას ურჩევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, პიტერ შმეიხელმა, თავის მემკვიდრე დავიდ დე ხეას რჩევები მისცა და იწინასწარმეტყველა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასულიერო პირმა მატჩის წინ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარი აკურთხა (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

12 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა 2008 წელს შოთა არველაძემ “ლევანტეს” მაისურით ლა ლიგაში ითამაშა, გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტეო ერნანდესის გოლი “ნაპოლის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Theo Hernandez’s goal against Napolipic.twitter.com/cT1CXjQ4GL — Milan Eye (@MilanEye) July 12, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – როცა ზაფხულის ცხელ ღამეს ელ-კლასიკოც გეზარება

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო შეხვედრაში ქართული ელ-კლასიკო გაიმართა და სულ 2 მომენტი შეიქმნა. უკრაინელმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

12 ივლისს, ესპანეთის ჩემპიონატში “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ეს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე “ინტერის” ხელმძღვანელებისგან სამ ტრანსფერს ითხოვს

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, მომავალი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. რამდენადაც ჩვენთვის ცნო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” გრიზმანის ტრავმას ადასტურებს

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ანტუან გრიზმანმა ტრავმა მიიღო და ლა ლიგის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი ღამის კლუბიდან გააძევეს (ვიდეო)

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი დასვენების დღეებს სამშობლოში ატარებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი შაბათს, ნორვეგიაში, ერთ-ერთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “კაცი თავის გვარს ასე ამართლებდეს, იშვიათად მინახავს”

“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მისი კლუბის აკადემიის აღზრდილის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის შესახებ ისაუბრა. “ბევ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინულმა გუნდმა ზედიზედ სამი პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)

11 ივლისს, რუმინეთის ლიგა 2-ში “პეტროლულმა” საკუთარ მოედანზე “რაპიდი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

2 მთავარი გარემოება, თუ რატომ შეიძლება იყოს მოკლული გიორგი შაქარაშვილი

“საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგის 12 [&...
წაკითხვა