“კოლხეთი” ზამთრის ჩემპიონია
დღეს საქართველოს ქალაქებში, პირველი ლიგის “ა” ჯგუფის პირველი წრის უკანასკენელი ტურის მატჩები გაიმართა.
ტყიბულში “მეშახტემ” “გაგრას” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი ლაშა ჯანგიძის ანგარიშზეა. ხოლო სტუმრების შემადგენლობაში, ერთწუთიანი ინტერვალით, თავი აბაიომი ოვონიკოკომ და ნუგზარ ხოჯაშვილმა გამოიჩინეს.
თელავში ადგილობრივი “კახეთი” გათამაშების ლიდერს, ფოთის “კოლხეთს” მასპინძლობდა. ეს შეხვედრაც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 1-3. “კოლხეთიდან” გოლები ჭედიამ, ქორჩილავამ და გულუამ გაიტანეს, რასაც ბოლო წუთზე ვარდუაშვილმა უპასუხა თერთმეტმეტრიანი საჯარმი დარტყმით.
ოზურგეთის “მერცხალმა” მარნეულის “ალგეთი” მიიღო და ადუაშვილისა და ჯაყელის გოლებით შესძლო მოწინიააღმდეგის დამარცხება – 2-0.
წალენჯიხაში გამართული “სქურის” და “საპოვნელას” შეხვედრა კი შედეგიანი ფრით, 2-2 დასრულდა. ანგარიში მესამე წუთზე მასპინძელთა მხრიდან, დათა რაფავამ გახსნა. თუმცა, ორ წუთში იაკობ დეისაძემ აღადგინა წონასწორობა. შემდეგ სტუმრები წინაც გავიდნენ, გოლის ავტორი ლევან შავგულიძეა. საბოლოო ანგარიში კი, თეიმურაზ ფურთუხიამ დააფიქსირა – 2-2.
ხონში ადგილობრივმა “იმერეთმა” ხარაგაულის “ჩხერიმელა” მიიღო და 3-2 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები კილაძემ და ორჯერ ცაგარეიშვილმა შეაგდეს, რასაც მჭედლიშვილმა და კოსტავამ უპასუხეს სტუმრების შემადგენლობიდან.
“ადელი” – “შუქურა” კი ქობულეთში გაიმართა, და ნომინალური მასპინძლების გამანადგურებელი მარცხით დასრულდა – 0-6. ქობულეთელების შემადგენლობაში გოლები შეროზიამ, ჩელებაძემ (2) და კოპალიანმა (3) გაიტანეს.
პირველი წრის შემდეგ გათამაშებას ერთპიროვნულად ფოთის “კოლხეთი” ლიდერობს 28 ქულით. უმაღლესიდან გასული სეოზნის შედეგების მიხედვით გავარდნილი გუნდი, ქვეყნის რანგით უპირველეს ჩემპიონტაში დაბრუნების მთავარი პრეტენდენტია. მაგრამ, საგზურისათვის მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. ფოთელებს უშუალო კონკურენტი, ქობულეთის “შუქურა” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.