“კოლხეთის” ფეხბურთელი “ლილში” გაემგზავრება
საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელი, 19 წლის ლევან შენგელია სინჯებზე ფრანგულ “ლილში” გაემგზავრება. ფოთელთა პრესსამსახურსი ცნობით მოთამაშე 15 მაისისთვის იქნება საფრანგეთში. ცნობილი გახდა, რომ კლუბებს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ,,ლილის” ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის, რენე ჟირარის ინიციატივით, მაისის ბოლოს საფრანგეთში ოფიციალურად მიწვეული არიან ,,კოლხეთი 1913”-ის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია და სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია.
,,ლილი” საფრანგეთის 3 გზის ჩემპიონია, ხოლო ქვეყნის თასი 6 ჯერ აქვს მოგებული. 2011 წელს რუდი გარსიას მწვრთნელობისას( დღეს იგი იტალიური ,,რომას” მწვრთნელია) გუნდმა დუბლი შეასრულა, მოიგო რა ჩემპიონობა და თასი. შენგელიას სინჯებზე მიწვევა კი კომპანია “Vision Foot”-ის დახმარებით მოხერხდა, რომელთანაც ფოთელთა სპორტული დირექტორი, ლაშა ჯაკობია მჭიდროდ თანამშრომლობს.