კოლო ტურემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა
„ლივერპულის“ მცველმა კოლო ტურემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 33 წლის ფეხბურთელმა კოტ დივუარის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასი მოიგო.
„ჩემი ქვეყანა და განსაკუთრებით ფეხბურთი ძალიან მიყვარს, თუმცა წასვლის მომენტი ყოველთვის დგება“, – განაცხადა გამოცდილმა მცველმა.
ტურეს სანაკრებო დებიუტი 2000 წელს რუანდას ნაკრებთან შედგა. ეროვნული ნაკრების მაისურით კოლომ 112 მატჩი ჩაატარა.