კოლუმბიამ პოლონეთი დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
24 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს კოლუმბიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, მატჩი სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე იერი მინამ გახსნა – კოლუმბიელთა მცველმა ხამეს როდრიგესის ჩაწოდების შემდეგ თავით ყველას დაასწრო და გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე რადამელ ფალკაომ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე კუადრადომ დააფიქსირა.