კოლუმბიაში “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა გაიხსნა
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში კატალონიის “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა გაიხსნა. იგი ექვსიდან ჩვიდმეტწლამდე ბავშვების აღზრდას მოემსახურება.
საგულისხმოა, რომ ივნისში სწორედ ამ ქალაქში “ბარსას” ორგანიზაციის, FCBEscola-ს ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო ტურნირი, სადაც ასობით ბავშვს შეეძლო სამი დღის მანძილზე “ბლაგურნას” წესებით ევარჯიშა.
“გვინდა, კოლუმბიელ ბავშვებს უნიკალური გამოციდლება მივცეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ის მეთოდები, ფილოსოფიის ის საფუძვლები, რომლებმაც “ბარსელონას” წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეიტანეს,” – განაცხადა დირექტორმა, ხავი კოსერამ.