კომპანი “მანჩესტერ სიტის” ტოვებს
“მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ დაადასტურა, რომ ის კლუბს ტოვებს. 33 წლის ბელგიელმა მცველმა ღია წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ერთად ვიხილეთ შესანიშნავი სეზონი. არ მჯერა, რომ ახლა ამას ვწერ. ეს დრო აქამდე უამრავჯერ წარმოვიდგინე და ახლა დამშვიდობების დრო მოვიდა. სიმართლე გითხრა, არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეა. “მანჩესტერ სიტიმ” ყველაფერი მომცა, მე კი შევეცადე, ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, გამეკეთებინა.
ჩემი წასვლის დრო მოვიდა. მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ დროის მანძილზე მგულშემატკივრობდა ამ განსაკუთრებულ კლუბში. “სიტიში” გატარებული პირველი დღე ისე მახსოვს, როგორც ბოლო. მანჩესტერში დიდი სიყვარული ვიგრძენი.
“მანჩესტერ სიტის” ფანების ერთგულებას არასოდეს დავივიწყებ. თქვენ ყოველთვის დიდ ძალას მაძლევდით. სტანდარტული ფრაზაა, მაგრამ მართალი: ჩემი თანაგუნდელების გარეშე დღეს აქ ვერ ვიქნებოდი. ჩვენ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ. ცუდ და კარგ დროს ერთად ვიყავით. ამიტომ, ყველა მათგანს, დაწყებული 2008-2009 წლების სეზონიდან დღემდე, მადლობას ვუხდი”, – წერს კომპანი.
კომპანიმ “მანჩესტერ სიტის” რიგებში პრემიერ ლიგა ოთხჯერ, ასოციაციის თასი ორჯერ, ინგლისის ლიგის თასი ოთხჯერ, ხოლო სუპერთასი ორჯერ მოიგო.