კომპანიმ ფინალის დასრულების შემდეგ კეპაზე იხუმრა
“მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა, ვინსენ კომპანიმ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ლონდონის “ჩელსისთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი კეპა არისაბალაგას შესახებ გააკეთა.
როგორც იცით, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი დამატებითი ტაიმების მიწურულს კეპას ვილი კაბალიეროთი ცვლიდა, თუმცა ესპანელმა მეკარემ მოედანი არ დატოვა.
“მე ვიცი, როგორი კარგია ვილი კაბალიერო პენალტებში. ბოლოს, როცა “მანჩესტერ სიტიმ” ლიგის თასი მოიგო, ის ჩვენი გუნდის წევრი იყო. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ ის შემოსულიყო და საბოლოოდ, ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ვისურვებდი, როცა მწვრთნელი ჩემ შეცვლას მოინდომებს, უარის თქმა მეც შევძლო”, – ციტირებს კომპანის სიტყვებს “ბიბისი”.
Vincent Kompany on the Kepa-Sarri chaos and insubordination. Have you ever seen this happen, Vinny? pic.twitter.com/dSUk1EvoUJ
— Jamie Fahey (@jamiefahey1) February 24, 2019