კონოპლიანკა “ტოტენჰემსაც” მოუნდა
ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ევროპის ლიგაში “დნიპროს” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, ევგენი კონოპლინაკას თამაშით მოიხიბლა და მის ყიდვას ზაფხულში შეეცდება. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ლივერპულიც” იჩენს. ასე რომ სატრასფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, ორი ინგლისური კლუბიც გააქტიურდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი 1/16 ფინალური შეხვედრა “დნიპროს” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი სწორედ კონოპლიანკამ გაიტანა “ტოტენჰემის” კარში.