კონოპლიანკას “იუნაიტედში” თამაში სურს
“დნეპრის” ნახევარმცველი, ევგენი კონოპლიანკა “მანჩესტერ იუნაიტედისგან” წინადადების განხილვას აპირებს.
ინგლისური კლუბი მზადაა კონოპლიანკაში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს .
ევგენი კონოპლიანკათი ასევე ინტერესდება “ლივერპული”, მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა უკრაინელი ფეხბურთელი უპირატესობას მაინც “იუნაიტედს” ანიჭებს.
უკრაინის ჩემპიონატში 2013/2014 სეზონში კონოპლიანკამ ჩაატარა 27 შეხვედრა, შეძლო 8 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/