კონორ მაკგრეგორმა კარიერა მესამედ დაასრულა?
შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ირლანდიელმა სპორტსმენმა დღეს სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა.
“გამარჯობა. გადავწყვიტე, კარიერა დავასრულო. მადლობა საოცარი მოგონებებისათვის. ეს ფოტო, მე და დედაჩემმა ლას ვეგასში გადავიღეთ, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ერთ-ერთი ტიტული მოვიგე!” – წერს მაკგრეგორი.
შერეული ორთაბრძოლების ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ 31 წლის ირლანდიელი ხუმრობს და ამ განცხადებას ყურადღების მისაქცევად აკეთებს.
Hey guys I’ve decided to retire from fighting.
Thank you all for the amazing memories! What a ride it’s been!
Here is a picture of myself and my mother in Las Vegas post one of my World title wins!
Pick the home of your dreams Mags I love you!
Whatever you desire it’s yours ❤️ pic.twitter.com/Dh4ijsZacZ— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) June 7, 2020
აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში 2016 და 2019 წლებშიც გამოაქვეყნა.
I have decided to retire young.
Thanks for the cheese.
Catch ya's later.— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) April 19, 2016
Hey guys quick announcement, I’ve decided to retire from the sport formally known as “Mixed Martial Art” today.
I wish all my old colleagues well going forward in competition.
I now join my former partners on this venture, already in retirement.
Proper Pina Coladas on me fellas!— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) March 26, 2019