კონორ მაკგრეგორმა ხაბიბის ბიძაშვილს UFC-ში წარუმატებელი დებიუტის შემდეგ დასცინა (ფოტო)
კონორ მაკგრეგორმა სოციალური ქსელის საშუალებით ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად მან Twitter-ში რამდენიმე თვითი ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილს, აბუბაქარ ნურმაგომედოვს მიუძღვნა.
აბუბაქარის დებიუტი UFC-ში 9 ნოემბერს, მოსკოვში შედგა. ის გერმანელ დავიდ ზავადას დაუპირისპირდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
Khabib Nurmagomedov’un kuzeni Abubakar Nurmagomedov, ilk UFC maçında David Zawada’ya pes ederek mağlup oldu. #UFCMoscow pic.twitter.com/EJvDGlkppc
— MMA Günlüğü (@mmagunlugu) November 9, 2019
ყველას კარგად ახსოვს 2018 წლის ოქტომბერში, ხაბიბსა და კონორს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი. მაშინ ჩხუბში მონაწილეობა აბუბაქარ ნურმაგომედოვმაც მიიღო. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კარგად ახსოვს თავად კონორს. ირლანდიელმა სპორტსმენმა აბუბაქარის ზავადასთან განცდილი მარცხის შემდეგ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ყველა მათგანი წაშალა.
“ნურმაგოთაფთაფ.”
tap – როცა დანებების მიზნით ხელით სამჯერ ეხები მეტოქეს
“ნაგვები.”
“მან მას ხელი შუბლზე შეახო და ისე დანებდა. თუ შეგიძლია, რომ მეტოქეს ხელი შუბლზე შეახო, მაშინ შუბლში ჩარტყმაც შეგიძლია. ის დანებდა. ერთი დამნებებელიც გამოჩნდა. აბუბაქარ ნურმაგოთაფთაფ. სამუდამო მარცხი.
“ანუგეშეთ, შემდეგ კი უთხარით, რომ განადგურებულია.”