კონფედერაციის თასი იწყება – ყველაფერი ტურნირის შესახებ
ხვალ, 17 ივნისს, რუსეთში ფიფას 2017 წლის კონფედერაციის თასი დაიწყება, რომელიც 2 ივლისს დასრულდება. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ტარდება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონატების გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყანა იღებენ. მატჩები ოთხ ქალაქში – სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ყაზანსა და სოჭში გაიმართება.
კონფედერაციის თასი პირველად 1995 წელს გაიმართა. თავდაპირველად, ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2005 წლიდან კი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
მონაწილეები
რუსეთი – მასპინძელი ქვეყანა
გერმანია – მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული
ავსტრალია – აზიის თასის გამარჯვებული
ჩილე – კოპა ამერიკის გამარჯვებული
მექსიკა – კონკაკაფის თასის გამარჯვებული
ახალი ზელანდია – ოკეანეთის ქვეყნების თასის გამარჯვებული
პორტუგალია – ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული
კამერუნი – აფრიკის თასის გამარჯვებული
ჯგუფები
A ჯგუფი
რუსეთი
ახალი ზელანდია
პორტუგალია
მექსიკა
B ჯგუფი
კამერუნი
ჩილე
ავსტრალია
გერმანია
მატჩების განრიგი – FIFA.COM
2017 წლის კონფედერაციის თასის გამორჩეული ფეხბურთელები
კრიშტიანო რონალდუ, ალექსის სანჩესი, ჩიჩარიტო, იულიან დრაქსლერი, არტურო ვიდალი, ჯოვანი დოს სანტოსი, ბერნანდო სილვა, ემრე ჩანი, რიკარდო კვარეჟმა, ტიმ კეჰილი, ანდრე სილვა.
საპრიზო ფონდი
გამარჯვებული – 5 მილიონი დოლარი
მეორე ადგილი – 4 მილიონი დოლარი
მესამე ადგილი – 3.5 მილიონი დოლარი
მეოთხე ადგილი – 3 მილიონი დოლარი
საინტერესო ფაქტები
– 2017 წლის კონფედერაციის თასზე 118 კლუბის ფეხბურთელი ითამაშებს. ყველაზე მეტი (5) წარმომადგენელი “ლევერკუზენს”, “პორტუს”, ლისაბონის “სპორტინგს”, “ველინგტონ ფენიქსსა” და მოსკოვის “სპარტაკს” ეყოლებათ.
– რუსეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ქვეყნის შიდა ჩემპიონატში თამაშობს, მათ შორის მოსკოვის “სპარტაკის” მცველი, გიორგი ჯიქიაცაა, რომელმაც საქართველოს ნაკრებზე უარი თქვა.
– ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (38 წლისა და 4 თვის) მექსიკის ნაკრების წევრი, რაფა მარკესი იქნება.
– ტუნრირის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი (36 წლისა და 98 დღის) ზელანდიელთა თავკაცი, ენტონი ჰადსონი იქნება.
– ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გუნდი ჩილეს ნაკრები იქნება – მათი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 29 წელია. ყველაზე ახალგაზრდული გუნდი კი გერმანიას ეყოლება – ნაკრების საშუალო ასაკი 24 წელია.
– კონფედერაციის თასი ყველაზე მეტჯერ (4) ბრაზილიამ მოიგო, “სელესაო” ერთხელ ფინალში დამარცხდა, ერთხელ კი მეოთხე ადგილზე გავიდა.
– 2017 წლის კონფედერაციის თასი იმითაა გამორჩეული, რომ მასში სამი ევროპული ნაკრები იღებს მონაწილეობას. აქამდე ევროპას კონფედერაციის თასზე ამდენი წარმომადგენელი არ ჰყოლია
– კონფედერაციის თასის მოგება მასპინძელმა ქვეყანამ სამჯერ მოახერხა: მექსიკა (1999), საფრანგეთი (2003), ბრაზილია (2013).
– კონფედერაციის თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის პირველ და მეორე ადგილს, 9-9 გოლით კვატემოკ ბლანკო და რონალდინიო იყოფენ. 8 გოლი აქვს გატანილი ფერნანდო ტორესს.
გულშემატკივრებს მატჩების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეეძლებათ.