კონფლიქტი ევრასა და ლიზარაზუს შორის

თარიღი: ოქტომბერი 20, 2013

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი პატრის ევრა ჟურნალისტთა ნაწილს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. 32 წლის ფეხბურთელის უკმაყოფილება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ბიქსენტ ლიზარაზუს სიტყვებმა გამოიწვია. ლიზარაზუმ, რომელიც ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობს, ევრა გააკრიტიკა.

„ზოგიერთი ფრანგი ჟურნალისტი ნამდვილი პარაზიტია. ისინი ხალხს ატყუებენ, რათა უარყოფითი კუთხით წარმომაჩინონ. 2010 წლის მუნდიალზე ჩემთვის არ დაუსტვენიათ. ამპარტავანი ვარ? ეს არაფერია. ხალხი ქუჩაში თბილად მხვდება, პრობლემა არავისთან მაქვს, მხოლოდ –  რამდენიმე კომენტატორთან. ლიზარაზუს ვგულისხმობ, რომელიც არ ვიცი, რატომ გამოდის ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, რაიმე მიზეზი აქვს. ორჯერ გავხდი მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი, ოთხჯერ კი – პრემიერლიგის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველი. ის ოდესმე დაუსახელებიათ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მარცხენა მცველად? ლიზარაზუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხელი არ ჩამომართვა, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში პირველი მატჩი ჩავატარე“, – აღნიშნა ევრამ ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო გადაცემაში.

ლიზარაზუმ, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობას მიეკუთვნება, ევრას შესახებ ასეთი რამ თქვა:

„ის ამბობს, რომ იმიჯს უბღალავენ. განა ეს არის ჩვენი ვალდებულება? ევრა საკუთარ თავს თვითონვე უშავებს. მან ერთხელ უკვე შებღალა თავისი იმიჯი სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა იგივეს იმეორებს“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალზე ევრა ნიკოლა ანელკას პროტესტს შეუერთდა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ვინგერი ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს მეგობარ გოგონაზე ძალადობის გამო. გარდა ამისა, ანტონის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ვინგერი ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს მეგობარ გოგონაზე ძალადობის გამო. გარდა ამისა, ანტონის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” კვარას 10 მილიონ დოლარს სთავაზობს

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ბათუმის “დინამოში” არ წამოვა

31 წლის ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო კარიერას საუდის არაბეთის “ალ დუჰაილში” გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ 20 მილიონს დაამატებენ – “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდის?

პრაქტიკულად შეგუებულები ვიყავით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს “ნაპოლის” არ დატოვებდა და ზოგადად, მხოლოდ რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს გუნდი ზურიკო დავითაშვილში 9 მილიონს იხდის

ფრანგი ჟურნალისტის ინფორმაციით, “ბორდოს”, ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ, სერია A-ს ერთ-ერთმა გუნდმა, რომლის სახელიც ჯერ არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს!

ცნობილი ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ფრანგულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთის 430 მილიარდ ფონდს კვარას დამატება სურს

საუდის არაბეთის გუნდები ყველა ვარსკვლავის ყიდვას ცდილობენ და რამდენიმე მათგანი (ბენზემა, კანტე, კულიბალი, ნევეში) უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბორდომ” დავითაშვილის ტრანსფერი დახურა

“პირველი არხის” ინფორმაციით, “ბორდომ” ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ბათუმის “დინამოდან” ოფიციალურად დახურა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მეცი” მიქაუტაძეს სარეკორდო ფასად გაყიდის

გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟორჟ მიქაუტაძე “მეცს” დატოვებს. მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ფრანგული, გერმანული, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

როტენი: “მესის დილით ვარჯიში არ მოსწონდა”

“მონაკოსა” და “პსჟ”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერონ როტენმა მესიზე ისაუბრა. “მესის დილით ვარჯიში არ მოსწონდა. მწვრთნელებს [&...
წაკითხვა