კონსტანტინე ჯანაშია: ‘ხელბურთის ნაკრებში ვიყავი… მითხრეს, ძალა არ გყოფნისო’
სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ ბევრისთვის უცნობი ამბავი გაიხსენა. “ქართველი ხარის” თქმით, ის 15 წლის ასაკში საქართველოს ხელბურთის ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, თუმცა სპორტის ამ სახეობაში მისი კარიერა არ გაგრძელებულა.
“მამაჩემის მეგობარი იყო ხელბურთის მწვრთნელი და გვთხოვა, მივსულიყავი. ბავშვობიდან სპორტული ვიყავი. მომეწონა, კარგი სახეობა იყო. შემიყვარდა, რადგან ძალისხმიერი სპორტის სახეობაა. 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. თბილისის “თბილისში” ვთამაშობდი. ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშე.
შემდეგ, ისე მოხდა, რომ ყველა მეუბნებოდა – ყველანაირად კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ძალა არ გყოფნისო. ამის მერე დიდი დრო გავიდა. რამდენიმე წლის წინ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემხვდა, ვერ მიცნო. არ მივსულვარ და არ მითქვამს, რომ ესა და ესა ვარ, მაგრამ აშკარად ვერ მიცნო”, – განაცხადა ჯანაშიამ მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.