კონტე: “ბალოტელი ნაკრებისთვის მზად არ არის”
იტალიელი სპეციალისტი სანაკრებო მატჩებისთვის ფეხბურთელთა შერჩევაზე საუბრობს.
“ბალოტელის კიდევ დიდი გზის გავლა დასჭირდება იმისთვის, რათა სანაკრებო მაისური მოირგოს. ორი თამაში ნაკრებში დასაბრუნებლად საკმარისი არ არის”, – განაცხადა ანტონიო კონტემ.
იტალიის ერონული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ასევე, “საუთჰემპტონის” თავდამსხმელზე, გრაციანო პელეზე ისაუბრა: “მოხარული ვარ, რომ გუნდში ასეთი ხასიათის მოთამაშე გვყავს. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ”.
შეგახსენებთ, იტალია 10 ოქტომბერს აზერბაიჯანს, ხოლო სამი დღის შემდეგ ნორვეგიას დაუპირისპირდება.