კონტე: “ბარსელონას” წინააღმდეგ გონივრულად თამაშია აუცილებელი”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ საპასუხო შეხვედრაში “ჩელსიმ” გონივრულად უნდა ითამაშოს.
“მეტოქე ყოველთვის უნდა დააფასო. “ბარსელონას” წინააღმდეგ გახსნილი ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, რისკავ, რომ არა ერთი და ორი, არამედ ხუთი-ექვსი ბურთის სხვაობით დამარცხდე. კატალონიურ გუნდთან გონივრულად თამაშია აუცილებელი. ჩვენი ახალგაზრდულ გუნდს ვაშენებთ, რომელიც გამოცდილებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, გონივრულად თამაში გვმართებს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.
“ბარსელონასა” და “ჩელსის” შორის განმეორებითი შეხვედრა 14 მარტს, “ნოუ კამპზე” გაიმართება.