კონტე: “ჩემმა ფეხბურთელებმა “ბარსელონა” უნდა დაივიწყონ და “ჰადერსფილდზე” კონცენტრირდნენ”
გუშინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა. ერთ-ერთი მერვედფინალური დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებაა.
კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ისაუბრა. მან პრემიერ ლიაგზეც გაამახვილა ყურადღება.
“ინგლისის ჩემპიონატში ბოლოს სათანადო თამაში ვერ ვაჩვენეთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ლიგა მარტივი არაა და მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენა გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სეზონის ბოლოს “სიურპრიზები” მივიღოთ. 120 პროცენტით დახარჯვა – ეს ისაა,რასაც ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვთხოვ.”
“ახლა მომავალში ვიყურები. შემდეგი გაჩერება “ჰადერსფილდია”. მიყვარს მოგება და როცა ვაგებ, არასდროს ვარ ბედნიერი. ეს გასაგები უნდა იყოს ჩემი ფეხბურთელებისთვისაც. როცა პირველ 16 თამაშში ოთხს აგებ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ასეთი სტარტი ჩემპიობისთვის ბრძოლის საშუალებას აღარ იძლევა.”
“არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა. წინ დაძაბული ბრძოლაა “ბარსელონასთან”. თუმცა, ჯერ პრემიერ ლიგაში ყურადღებით თამაშია საჭირო. ამიტომ, კატალონიელებზე ფიქრს უნდა მოვეშვათ და “ჰადერსფილდზე” ვკონცენტრირდეთ!” – აცხადებს კონტე.