კონტე და აბრამოვიჩი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან
ლონდონის “ჩელსიში” განხეთქილებაა. ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩთან კონტაქტი გაწყვეტილი აქვს. წყაროს თანახმად, მათ შორის კომუნიკაცია კლუბის დირექტორის, მარინა გრანოვსკაიას მეშვეობით ხდება.
კონტესა და აბრამოვიჩს შორის ურთიერთობა ჩემპიონთა ლიგაზე “რომასთან” გამართული მატჩის (0:3) შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, იტალიელი სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდეს და “მილანი” ჩაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე “ჩელსის” 2016 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. მან გუნდში მუშაობის პირველივე სეზონში მოახერხა ინგლისის ჩემპიონატის მოგება.